მთავრობის კიდევ ერთი უარი ბინზესს. სფეროს წარმომადგენლების ოთხი მოთხოვნიდან, რომლებიც შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, ქონების გადასახადის შემცირებასა და ელექტრო ენერგიის სუბსიდირებას შეეხებოდა – არცერთი დაკმაყოფილდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულებულია. ბინესის მფლობელების ნაწილი თვლის, რომ მკაცრი შეზღუდვების ფონზე საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა, რის გამოც ზოგიერთი მაღაზია სავარაუდოდ არ გაიხსნება. მთავრობის პასუხი კი დღესაც უცვლელია – შეზღუდვების მოხსნა ეპიდვიტარებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ქვეყანაშია არსებულ ეპიდვითარებას. 742 ინფიცირებული, 12 გარდაცვლილი და 1081 გამოჯანმრთელებული – ასეთია COVID-19-ის ახალი სტატისტიკა საქართველოში. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 255 564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 245 527 გამოჯანმრთელდა, 3 108 კი გარდაიცვალა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ ინფექციის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული.