მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ მესამე ძალა! ესენი დაღუპავენ ქვეყანას – მეუფე იაკობი | 27.01.2021

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა  ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა  რომ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პოლიტიკურ პროცესებში შესაძლოა  ეკლესიაც ჩაერიოს.  მეუფე იაკობი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანას არ დააშლევინებს და თუ საჭირო გახდება მესამე ძალაც გამოჩნდება. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს. მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. პოლიტიკურ პროცესებზე მეუფემ ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებულები არ არიან.