ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა რომ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პოლიტიკურ პროცესებში შესაძლოა ეკლესიაც ჩაერიოს. მეუფე იაკობი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანას არ დააშლევინებს და თუ საჭირო გახდება მესამე ძალაც გამოჩნდება. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს. მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. პოლიტიკურ პროცესებზე მეუფემ ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებულები არ არიან.