საპროტესტო აქციები, რომლებმაც დღეს მთელი თბილისი მოიცვა. საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა სამოქალაქო სექტორმა დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა და “ქართული ოცნების” მთავრობას ტრანსპორტის გახსნისკენ მოუწოდა. მათი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერება ყველაზე მეტად მოსახლეობის იმ ნაწილს აზიანებს, ვისთვისაც სამსახურამდე იაფი გადაადგილება სასიცოცხლოდ აუცილებელია. “მწვანეების” აქციას დღეს სხვა ორგანიზაციებიც შეურთდნენ.