თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში 400 პაციენტს მოემსახურება. უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება დღეს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა დაათავალიერეს. ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი. ამ ეტაპზე კლინიკაში 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.