“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია,მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და ირონიულად დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სასამართლომ დამოუკიდებლობა მაშინვე დაკარგა.
სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო თუმცა კორონაპანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროცესის ხელახალი ჩანიშვნის შემდეგ, გვარამიას ადვოკატი ფიქრობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას, დაჩქარებული წესით ცდილობს. დიტო საძაგლიშვილი საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.