ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა ხვალ ბრალს დაუზუსტებს | 19.01.2021

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა  ხვალ ბრალს დაუზუსტებს.  როგორც მელაშვილის ადვოკატი გვეუბნება ხდება ბრალდების შინაარსის ფორმულირებაში ცვლილება   და არა კვალიფიკაციის შეცვლა, მუხლი იგივე რჩება.  ედურად მარიკაშვილი ამბობს, რომ 4 თვის წინ, მელაშვილი და ილიჩოვა პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია.  ადვოკატი  გამომძიებელთან ერთად, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხვალ, 12:00 საათზე შევა.