ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ twitter ზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა 22 იანვარს, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება. რა თემებზე ისაუბრებენ სალომე ზურაბიშვილი და იენს სტოლტენბერგი ჯერ-ჯერობით უცნობია. საქართველოს პრეზიდენტს ნატო-ს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.