სახლემწიფო დროშის დღე. შამგონაში ოკუპირებულ აფხაზეთთან აღნიშანა სამოქალაქო ატივისტმა-დავით ქაცარავამ. ქაცარავამ საოკუპაციო ხაზთან ოკუპირებული სოხუმის მიერ უკანონდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სიმბოლური აქცია გამართა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი ფიქრობს, რომ ბებუას ქმედება, რომელმაც სოხუმის დაცემის დღეს აფხაზური დროშა დაწვა, გმირობის ტოლფასია. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გასათავისუფლებლად დროულად მოქმედებას მოუწოდებს.