გაიზრდება თუ არა პურის ფასი. 5 თებერვლიდან რუსეთი ხორბალს აძვირებს, რამაც შესაძლოა პურის ღირებულებაზე გავლენა იქონიოს. როგორც “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ლევან სილაგავა ამბობს, იმ შემთხხვევაში თუ მთავრობა სუბსიდირებას გააგრძელებს , შესაძლებელია მოსახლეობამ ფასების რეკორდული ზრდა ისე ვერ იგრძნოს. სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, საექსპორტო საბაჟო გადასახადი ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე გაიზარდოს. მისი განმარტებით, ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სერიოზული რყევები საერთაშორისო ბირჟებზე და ვინაიდან საქართველო საერთაშორისო ბაზრებზეა მიბმული, ეს მისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.