ნოვოსობირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებს. გაცხადებაში, რომელსაც რუსეთის თეატრი აქვეყნებს წერია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს და მხარეების შეთანხმებით, ადრე დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი ბალერინა ნოვისიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა ცნობილი 6 იანვარს გახდა, 9 იანვარს კი თეატრმა კონტრაქტი დროებით შეაჩერა. მიზეზი მედიაში ამის შესახებ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე, დასის უპატივცემულობა იყო.