პოლიტიკური სცენიდან პოლიტიკურ კულისებამდე – ბიძინა ივანიშვილის მიერ ღია წერილის გავრცელებიდან მეორე დღეს მის მიმართ ისევ უამრავი კითხვა ისმის. ადამაინები, რომლებიც წლების განმავლობაში ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები იყვნენ, ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერი რეალურად არსად წასულა, ამ გადაწყვეტილებით კი მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოიხსნა და მთლიანად მის უკვე ყოფილ თანაგუნდელებს გადააბარა.
ივანიშვილის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელზეც მედია ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდა, უამრავ კითხვას უჩენს ექსპერტებსაც. თინა ხიდაშელი, რომელიც ამავედროს ოცნების ხელისუფლების მინისტრიც იყო ამბობს, რომ მიუხედავად მის მიერ გუშინ გაცხადებული გადაწყვეტილებისა, მთავრობის მართვის პროცესში ის მაინც აქტიურად იქნება ჩართული.
სად წავიდა ბიძინა ივანიშვილი და გაექცა თუ არა ის საერთაშირისო სანქციებს – ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა თავი დაიზღვია და პასუხისმგებლობას მთალიანად გაერიდა. ნიკა ჩიტაძის აზრით, საკუთარი ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემაც სწორედ ამის დასტურია.
ივანიშვილის საჯარო და ხმაურიანი წერილს ოპოზიციაში ისევ აკრიტიკებენ და ვარაუდობენ, რომ ის უახლოეს პერიოდში ისეთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რომელიც მოჩვენებითად “ქართული ოცნების” ოპოზიცია გახდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას გაექცა, ამ ნაბიჯით კი საკუთარი ქონება სანქციებისგან დაიცვა.
ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ველის საბოლოო დატოვების შემდეგ მთავარი ყურადღება ახლა “ქართული ოცნების” ოფისისკენაა მიმართული. პარტია შაბათს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რომელიც უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე იქნება. ამავე შეკრებაზე ცნობილი გახდება პარტიის 21 კაციანი პოსიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.