ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქონების ფონდი “ქართუ”-სთვის გადაცემას მორიგ ტრიუკს უწოდებენ ოპონენტები. მათი თქმით ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით მოსალოდნელ სანქციებს გაურბის და საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობს. ვინაიდან საქველმოქმედო ფონდში აკუმულირებულ აქტივებს სანქციები ვერ შეეხება. ოპოზიცის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში სადაც ივანიშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ბიზნესმენის ამ ნაბიჯში ახალი არაფერია.