“ამნისტიის შესახებ” კანონი დამტკიცებულია. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, 1 500-ზე მეტი პატიმარი ციხეს დატოვებს, ხოლო 10 ათასამდე მსჯაებული პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით პარლამენტში დღეს მიიღეს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ მუხლებს.
წარმოდგენილი ვარიანტით ამნისტიის გამოცხადებას აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორის, პატიმართა ოჯახის წევრები და ოპოზიციის ლიდერებიც. ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო ამნისტიის პროექტი უფრო ფართო ყოფილიყო და გავრცელებულიყო შედარებით მძიმე დანაშაულებზეც.