საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კოროანვირუსზე ტესტის ნიმუშს სავარუდოდ ხვალ აუღებენ. ილია მეორისთვის ტესტირების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პატრიარქის მდივან რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კოვიდ ინფექცია პისიარ ტესტითაც დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სახლში თვითზიოლაციაში იმყოფება, თუმცა 4 იანვარს, თეთრუაშვილი სინოდის სხვა წევრებთან ერთად საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. პატრიარქის მდივან რეფერანტის ინფიცირების წყარო სავარუდოდ COVID-19-ით ინფიცირებული მეუფე ანტონია. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს კორონავირუსი სწორედ 4 იანვარს აღმოაჩნდა. თვიტიზოლაციაშია მეუფეების ნაწილიც.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ციხეებშიც. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი ოთხ პატიმარს დაუდგინდა. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
ბოლო 24 საათში კი ქვეყნის მასშტაბით 5265 კვლევა ჩატარდა, რომელთაგან 537 აღმოჩნდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 236 028 -ს აღწევს. გასულ ღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 34 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2728 ადამიანი გარდაცვლილი. 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 494 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 224 189-ს აღწევს. მდგომარეობა ისევ სტაბილური რჩება აჭარის რეგიონში.
უკვე 88 მილიონ ნახევარზე მეტია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში. მილიონ 900 000-ზე მეტი კი გარდაცვლილია. ევროპის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 25 მილიონს გადააჭარბა. ახალი შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან საზღვარს განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტილს ტოვებს. დიდი ბრიტანეთი მოგზაურებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. ქვეყანაში შესვლამდე სავალდებულო იქნება ტესტირების ჩატარება. ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ბიოტექისა” და “ფაიზერის” ვაქცინა COVID-19-ის მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს. BBC-ის ინფორმაციით კი მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საუბარია ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე, რომელთა შემოწმება მსოფლიოს ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს.