პანდემიის გამო შეცვლილი წესით ჩატარებული ალილო დასრულდა. სასულიერო პირებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში ქუჩები აკურთხეს და მოსახლეობას შობა მიულოცეს. რესპუბლიკური მოედნიდან უკვე წაიღეს ის ნობათიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სპეციალურ კარავში გროვდებოდა. საჩუქრები თავს მოიყრის სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. ნობათს ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და საპატიმროებში დაარიგებენ.