შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 21:00 -დან 7 იანვრის 05:00 გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება | 06.01.2021

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით მოსიარულეთათვის. როგორც საკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.  გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებს.