კორონაპანდემიის გამო, საშობაო ლიტურგია წელს განსხვავებული იქნება | 06.01.2021

კორონაპანდემიის გამო, წელს განსხვავებული იქნება საშობაო ლიტურგიაც. ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყება და მას პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. სამების ტაძარში მრევლს  შესაძლებლობა ექნება ტაძარში მივიდნეს და ლოცვას დაესწროს, თუმცა მორწმუნეებს რეკომენდაციების გათვალისწინება   მოუწევთ. ორმეტრიანი დისტანცის დაცვა  და პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა. კორონაპანდემიის გამო  წელს პირველად  არ გაიმართება ტრადიციული ალილოც. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე,  მოსახლოების ნაწილი  შობის დღესასწაულს სახლში ხვდება.