საქართველოს პარლამენტს პირველი ოპოზიციონერი დეპუტატები ჰყავს – დღეიდან, მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” გარდა, პატრიოტთა ალიანსის კიდევ 4 წევრი იჯდება. დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხი ერთპარტიულმა პარლამენტმა რიგგარაშე სესიაზე განიხილა და 82 ხმითაც დაამტკიცა. პარლამენტში შესულები დღეს საკუთარი პოზიციის ახსნასა და იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ შექმნილ ვითარებაში “ქართული ოცნების” გვერდით ჯდომა სწორი გადაწყვეტილებაა. სკამების დაკავებასთან ერთად პარლამენტში შესულმა ამ სამეულმა თავად პარტიაც დატოვა.
“პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლას მიესალმება “ქართულ ოცნება”. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამიერიდან პარლამენტში უკვე ოპოზიციის ხმაც გაჟღერდება. ბიზნესმენების ასეთ გადაწყვეტილება მოიწონა ირაკლი კობახიძემაც.
ზილფიმიანის, ინჯიასა და მიქაძის გარდა მეათე მოწვევის პარლემნტში მალე ვიხილავთ სიის მე-4 ნომერს ავდანდილ ენუქიძესაც. მან საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა. პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულმა სამეულმა კი მათივე ყოფილი თანაგუნდელები, ირმა ინაშვილი, გოჩა თევდორაძე და გიორგი ლომია ჩაანაცვლეს.