ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება ისევ დაიწყო. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 3 ლარი და 31 თეთრს აღწევს. 1 ევროს შეძენა კი მოქალაქეებს 4 ლარად და 5 თეთრად შეუძლიათ. სავალუტო კრიზისზე მოქალაქეები პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ისედაც ძვირი ცხოვრება კიდევ უფრო უძირდებათ. ფიქრობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგია და ასე გაგრძელების შემთხვევაში, ფასების კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.
ლარის კურსის ვარდნის ფონზე ფასების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან ეკონომისტები. ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებაში დამატებითი როლი ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ითამაშა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სავალუტო რყევები და ფასების ზრდა მოსახლეობას უმძმეს შედეგს მოუტანს.