მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადი უძვირდებათ | 28.12.2020

მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადი უძვირდებათ. ხანგძლივი დუმილის შემდეგ ენერგო-პრო ჯორჯია განცახდებას ავრცელებს და პირდაპირ ამბობს, რომ იძულებულები არიან, დენის ტარიფი გაზარდონ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკვე დიდი ხანია კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის პირობებში მუშაობს ამიტომ აუცილებელია, ელექტროენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ ადეკვატური გადაწყვტილება მიიღოს. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თუ ხარჯები არ დაფინანსდება, კომპანია საქართველოში ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს.

პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს მთავრობა. ეკონომიკის მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ სემეკი დამოუკიდებელი ორგანოა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაც სწორედ მათ ხელშია. კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია კი პირობას დებს, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილება სამართლიანი და ობიექტური იქნება.