ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა. რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი? ამ კითხვას ხოშტარია კონკრეტულ პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას გეგმავს. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს შეუერთდეს არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას და ამასთან, არ განიხილავს პარლამენტში შესვლას. ელენე ხოშტარიამ დღეს თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააანონსა.
ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის მიზებზე არც მის ყოფილი თანაგუნდელები საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პარტიიდან წასვლის გადაწყვწტილების შესახებ დიდი ხნით ადრე იცოდნენ. “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას წასვლა მისი ინდივიდუალური სურვილია და უთანხმოებას არ უკავშირდება.