გაიმართება თუ არა გადამწყვეტი მეხუთე რაუნდი 2020 წლის ამოწურვამდე | 28.12.2020

2020 წლის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ ბუნდოვანია, შეხვდება თუ არა ქვეყანა 2021 წელს ახალი პოლიტიკური რეალობით. გადამწყვეტი რაუნდი, რომლის გამართვასაც პოლიტიკური პარტიები უკვე დიდი ხანია ელოდებიან ჯერ ისევ არ ჩანს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცახდება, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური ძალის შესვლის შესახებ, გაუგებარია. ოპოზიციაში ისევ მკაფიოდ ამბობენ, რომ თუ მეხუთე რაუნდზე ვადამდელი არჩევნების შესახებ შეთანხმება ვერ შედგება, ისინი პარლამენტში არ შევლენ.