რატომ თანამშრომლობს თბილისის მერია აშშ-ის მიერ სანქცირებულ კომპანიასთან – ხაბეიშვილი პასუხს ითხოვს | 25.12.2020

რატომ თანამშრომლობს თბილისის მერია აშშ-ს მიერ სანქცირებულ კომპანიასთან – კითხვაზე პასუხს დედაქალაქის მერს ლევან ხაბეიშვილი სთხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” წვერის მიერ მოპოვებული  ინფორმაციით, თეთრი ქვები, რომლებსაც თბილისის მერია კახეთის გზატკეცილზე არსებულ გამყოფ ზოლზე ყრის ამერიკის მიერ სანქცირებული, ირანული კომპანიისგან არის ნაყიდი. ხაბეიშვილისთვის გაუგებარია რატომ იფუჭებს ხელისუფლება ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და რატომ იხდის მილიონობით ლარს უბრალო ქვებში, მაშინ როცა მათი შეძენა საქართველოშიც მარტივად შესაძლებელია.

სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური მრეწველობის კომპანიას, რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდარული თანხით შეიძინა  სანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერისთვის დაუწესეს. სანქციების მიხედვით, ნებისმიერმა ჰოლდინგურმა ჯგუფმა,  რომლებიც ამ კომპანიასთან ითანამშრომლებენ შესაძლოა, იგვე სანქციები მიიღონ.