პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია. გავრცელებული პანდემიის გამო, 25 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში ტრადიცილი ღონისძიება არ იგეგმება.