ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება და კარუსელები – კელი დეგნანი დარღვევბზე ხმამაღლა ალაპარაკდა | 24.12.2020

ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება და კარუსელები – ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ღიად ალაპარაკდა. ტელეკომპანია “ფორმულა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ ოქტომბრის არჩევნებმა ბევრი მნიშვნელოვანი დარღვევის ფონზე ჩაიარა, რამაც საზოგადოებას არჩევნებისადმი ნდობა დაუკარგა. კელი დეგნანი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოპოზიციის განვითარებისთვის ხელის შემშლელია, რაც გადახედვას კიდევ ერთხელ საჭიროებს.

კელი დეგნანის გზავნილი გაყალბების მორიგ დასტურად აღიქვეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი პრეტენზიები საჩივრების არასათანადო განხილვასთან დაკავშირებით ლოგიკური და სამართლიანია. “ქართული ოცნება” კი ყურადღებას ინტერვიუს იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც მთავარი აქცენტი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხზე კეთდება.