პროტესტი ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას – სირცხვილის კორიდორი პარლამენტთან | 24.12.2020

პროტესტი ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას – დღეს დილიდან მთავარი საკანონდებლო ორგანო პროტესტის ყველაზე ცხელი კერა იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის წევრები და “ქართული ოცნების” დეპუტატები შენობაში სირცხვილის კორიდორისა და შეძახილების ფონზე შეაცილეს. ამბობენ, რომ მთავრობის დამტკიცება მხოლოდ ფორმალობაა, რადგან მის უკან ერთი კაცის ინტერესები დგას.  დღესვე აქტივისტებმა  პარლამენტის უკან მორიგი კარავი გაშალეს და ახალი წლიდან ფართომასშტაბიანი აქციებიც დაანონსეს.