ოპოზიცია ბრძოლის ტაქტიკას არ ცვლის და საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები ახლა მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან, თუმცა ამბობენ, რომ შეთანხმების მიღწევის შანსები სულ უფრო და უფრო მცირდება. ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” დამაზიანებელი პოლიტიკის ფონზე ისინი გაზაფხულზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ და ხალხთან ერთად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ქუჩაში კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
გადამწყვეტ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური პარტიები პარლამენტისგან ახლა მანდატების გაუქმებას ელოდებიან. მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტში კი ამ დროსათვის მხოლოდ 1 ოპოზიციონერი, პატრიოტთა ალიანსის სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე შევიდა.