კორონაპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ რამდენიმე ათეულია. გასულ დღე-ღამეში CIVUD-19-ს კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემცირებულია ინფიცირების დრიური მაჩვენებლი. ჩატარებული 13 699 ტესტიდან დადებითი 1972 აღმოჩნდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევების რაოდენობით ისევ დედაქალაქი ლიდერობს. მეორე ადგილზე იმერეთია. ინფიცირების კლების დინამიკა ნარჩუნდება აჭარაში. შედეგად ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 3 108-მდე შემცირდა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 32-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
124-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულტა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 112 ადამიანია მოთავსებული, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია, ხოლო ოჩამჩირეში – 22. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში, 102 პაციენტი გარდაიცვალა. 34 ახალი კორონაპაციენტი შეემატა ოკუპირებულ ცხინვალსაც. რეგიონში CIVUD-19-ით სულ 2 206 ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში კორონავირუსით 79 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 56 მილიონმადე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო მილიონ 700 000-ზე მეტი გარდაიცვალა. კანადაში კორონავირუსის წინააღმდეგ Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს. წლის ბოლომდე ქვეყანაში ვაქცინის 168 000 დოზა ჩავა, 2021 წლის იანვრამდე კი ქვეყანა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის 1.2 მილიონ დოზას მიიღებს. მარტისთვის კი კანადაში კორონავირუსის ვაქცინით 6 მილიონამდე ადამიანი აიცრება. კოროანვირუსის ახალი სახეობა ისრაელშიც გამოჩნდა. ინფიცირების 4 შემთხვევა გაერთიანებული სამეფოდან ბოლო დღეებში დაბრუნებულ მგზავრებში დაფიქსირდა. დიდ ბრიტანეთში კი კორონავირუსის კიდევ ერთი სახეობა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სპეციალისტებმა დააფიქსირეს ინფიცირების ორი შემთხვევა. ორივე პაციენტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან არის.