კორონაპანდემიის ირგვლივ არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო დეკანოზ თეოდორე გიგნაძე სასულიერო პირებს მიმართავს. ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მიიჩნევს, რომ მრევლს ბოდიში უნდა მოუხადონ სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთი მხრივ, COVID-19-თან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობდნენ, მეორე მხრივ კი, არ აღიარებდნენ ვირუსის საფრთხეებს.