ნაგვის ურნები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სწორედ მაშინ მიიტანეს, როცა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო პირველად შეიკრიბა და სხდომა გაიხსნა. იდეა ”ალტერნატივას” და ”იმოქმედეს” ეკუთვნის.
დაუმორჩილებლობისთვის პოლიციამ შვიდი პირი დააკავა. მითითების მიუხედავად, აქტივისტები, უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ღობეზე მაინც ავიდნენ და სტიკერები წარწერით – “მონობა ტეხავს” – მაინც გააკრეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოსთან, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე ინცინდენტს. აქციის მონაწილეების წევრების, დაკავებიდან რამდენიმე წუთში, „ალტერნატივას“ხელმძვანელი ხათუნა ბერიძეც დააკავეს. იგი რამდენიმე კვირის წინაც აიყვანეს და 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.
დაკავებულების სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხვალ გაიმართება.