მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური პარტიები შიდა კონსულტაციებს ასრულებენ |15.12.2020

მოლაპარაკებსი მეხუთე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური პარტიები შიდა კონსულტაციებს ასრულებენ. სულ რამდენიმე დღეში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დასკვნითი რაუნდი გაიმართება, რამაც შესაძლოა პოლიტიკური კრიზისის ბედი გადაწყვიტოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი შეხვედრაზე მივლენ, თუმცა “ქართული ოცნებისგან” ქმედითი ნაბიჯების გადადგმის იმედი არ აქვთ. “ქართული ოცნება” კი ხელს ისევ ოპონენტებისკენ იშვერს და ოპოზიციის ერთ ნაწილს რადიკალურ მიდგომებში სდებს ბრალს.