კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი კიდევ 36 ადამიანი | 07.12.2020

კორონავირუსით საქართველოში კიდევ  36 ადამიანი გარდაიცვალა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსს სულ 1540  პაციენტი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაცვლილებს შორის კიდევ ერთი სასულიერო პირია. დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა. ვირუსი დაუდასტურდა მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონსაც. ის მკურნალობას კლინიკაში გადის. საეკლესიო პირების ინფიცირების შემთხვევებს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და  მრევლსა და საეკლესიო წინამძღვრებს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება. შემდეგ აჭარასა და იმერეთში. უკვე ერთი კვირაა ქვეყანაში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.ბოლო 24 საათში  ვირუსი კიდევ 3 988 პირმა დაამრცხა.