ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები “თავისუფლების კვარტალში” – ბათუმში აქცია გრძელდება | 07.12.2020

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება – დღეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ე.წ “თავისუფლების კვარტალში” ევროკავშირისა და აშშ-ს დროშები აღმართეს.ამბობენ, რომ სტრატეგიული მოკავშირეების დროშები მადლიერების ნიშნად აღმართეს. რაც შეეხება აქციას, ოპოზიციის თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება კომპრომისზე არ წამოვა და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩვენებს ითხოვენ.