პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან – აქციის მონაწილეები ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვენ | 04.12.2020

კორონავირუსით ახალგაზრდების გარდაცვალების გახშირებული ფაქტები გააპროტესტეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. უწყებასთან სტუდენტები შეიკრიბნენ და ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები გარდაცვალების მაღალი სტატისტიკის გამო ჯანდაცვის მინისტრს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ტიკარაძემ კორონავირუსთან გამკლავება ვერ მოახერხა, რის გამოც ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. შეკრებილებს შენობაში შესვლა და მინისტრთან შეხვედრა სურდათ, რისი უფლებაც მათ დაცვის სამსახურმა არ მისცა.