პროკურატურის მტკიცებულებები ისნის #5 საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე | 04.12.2020

ისნის #5 საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე გენერალური პროკურტურა მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე საგამძიებო უწყებამ მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც უწყების განმარტებით, ადასტურებს, რომ  ბრალდებულები სასურველი შედეგის მისაღებად თედო გობეჯიშვილს დასჯით ემუქრებოდნენ. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულებმა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით 50 000 დოლარის ოდენობით ქრთამი შესტავაზეს და სანაცვლოდ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირბეით საჯარო განცხადების გაკეთება და თანამდებობის დატოვება შესთავაზეს. უარის შემთხვევაში კი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაპატიმრებით დაემუქრნენ.

საქართველოს გენერალური პრიკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს ისნის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოძიე ეხმაურება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ვინაიდან მიმოწერაში ხატია დეკანოიძის სხელიც არის ნახსენები.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. გამოძიება მათ იძულებას, მუქარას და ქრთამის შეთავაზებას ედავება.