როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი | 02.12.2020

როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ისევ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები შეთანხმების მისაღწევად პოზიციების შეცვლას არ აპირებენ და მთავარ მოთხოვნად კვლავ  ვადამდელი  არჩვნების დანიშვნას  ასახელებენ. ოპოზიციური  პარტიების ლიდერები იმეორებენ, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” ამ დათმობაზე  არ წავა, მანამდე შეთანხმებაც არ შედგება.  შესაბამისად,  ამბობენ, რომ  მესამე რაუნდის ჩანიშვნის თარიღი სწორედ  მართველი გუნდის კომპრომისულ წინადადებებზეა დამოკიდებული.