905 პირი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, 79 ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა | 01.12.2020

ბოლო 24 საათში COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის 905 პირი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, ხოლო 79 ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის შემთევაში 2 000, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას იწვევს. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.