ივანიშვილის შუშის სასახლესთან გვირაბის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო ორი აქტივისტი 1000 – 1000 ლარით დააჯარიმეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცავებმა უთხრეს, ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მდებარე გვირაბი კულტურული მემკვიდრობის ზონაშია რაც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაცია მოძრაობა “გხედავ”-ს აქტივისტებმა თამთა გოგოლაძემ და შუშანა მაცაბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მოგვიანებით კი აქტივისტებმა კიდევ ერთი ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ჩანს, რომ მათ მიერ გაკეთებული წარწერა “ხმების ქურდი, რუსი ოლიგარქი” საღებავითაა გადაშლილი.