ყაჩაღობა კოვიდ მიმღებ ცენტრში – კლინიკაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა 3500 ლარამდე წაიღეს | 01.12.2020

ყაჩაღობა კოვიდ მიმღებ ცენტრში – გამთენიისას თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს. კლინიკაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა, დაახლოებით 3500 ლარამდე, წაიღო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულია. თუმცა გასროლის შედეგად დაზიანებულია საავადმყოფოს ინვენტარი.  ამ დროისთვის ჰოსპიტალი მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.