პანდემიის და მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება | 01.12.2020

კორონავირუსის პანდემიის და მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი UNICEF-ის მონაცემებზე დაყრდნობით კვლევას აქვეყნებს საიდანაც ირკვევა, რომ სიღარიბის დონე 21.7%-დან 24%-მდე გაიზრდება. კვლევის თანახმად 31-დან 38%-მდე მოიმატებს ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელიც. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2020 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობა თითქმის ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, რაც 14%-ით აღემატება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. EMC-ში მიაჩნიათ რომ იმ ფონზე როდესაც დაწესებუყლი შეზღუდვების გამო ათასობით ადამიანი უმშევარი დარჩა და ვბევრ მათგანს მინიმალური დანაზოგიოც კი არ აქვს მთავრობის სოციალური დაცვის სისტემა და ანტიკრიზისული გეგმა არაადეკვატურია.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახურის გარეშე უკვე ათიათასობით ადამიანი დარჩა. სარესტორნო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი დაწესებულ შეზღუდვებს ვერ უძლებს და გაკოტრების პირას არიან. დღეს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა პრემიერ-მინისტრს კონკრეტული 4 მოთხოვნით მიმართა. ისინი სარესტორნო სფეროს და სამთო კურორტების დაუყოვნებლივ გახსნას, საბანკო სესხების გადავადებას და ბიზეს-სექტორის აღდგენის პროცესის დეტალურ დაგეგმვას მოითხოვენ.

მკაცრი შეზღუდვების ფონზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს და შესაბამისად სიღარიბის დონის მატებას პროგნოზირებენ ეკონომისტებიც. მათი თქმით ქვეყანაში ვითარება პანდემიამდეც რთული იყო, რაც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არსებობს.

რა ელის  გაჩერებული ბიზნესის გამო უსახსროდ დარჩენილ ათასობით მოქალაქეს  უცნობია. მთავრობას ერთჯერადი დახმარებების გარდა ამ დრომდე კონკრეტული გეგმა არ აქვს.  ამ ფონზე კი ყოველდღიურად ძვირდება პროდიქტი და უფასურდება ეროვნული ვალუტა. სავალუტო ჯიხურებში დღეს ერთი დოლარის ფასი 3 ლარი და 32 თეთრია. 1 ევროს ღირებულება კი 4 ლარს აღწევს. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული არაერთი ინტერვენციის მიუხედავად მწვავე კრიზისი სავალუტო ბაზარზეც გრძელდება.