დაკითხვების სერია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. რა იცის მომხდარზე საბედისწირეო დაბადების დღის დიჯეიმ | 01.12.2020

დაკითხვების სერია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენების მისაცემად  საბედისწერო დაბადების  დღის დიჯეი  მივიდა. კოკო ღიბრაძე  ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბევრ ინფორმაციას არ ფლობს.  რადგან ღიბრაძე, 18 ივნისის ღამეს მცხეთის ტერიტორიაზე “ტოიოტა ქამრის” ჩასვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს არ შესწრებია. გამოძიების ვერსიით, სწორედ  “ტოიტა ქამრის” მგზავრები გაუსწორდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელს ფიზიკურად. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.