ეპიდვითარება ქვეყანაში ისევ მძიმდება. დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცის გამო კორონავირუსით 19 წლის პაციენტი გარდაიცვალა. გოგონა ხუთი დღის განმავლობაში გერმანულ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მანამდე მკურნალობის კურსს კოვიდსასტუმროში გადიოდა. პაციენტს თამდევი დაავადება , დიაბეტი, ჰქონდა, რის გამოც COVID-19-მა მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა დაამძიმა. გერმანულ კლინიკაში, სადაც გოგონა დაიღუპა, განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე კრიტიკული იყო. ექიმების გამცხადებით, მას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კოვიდინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 139343-ს შეადგენს. ინფექციას გასულ დღე-ღამეში კიდევ 36 პაცინეტის სიცოცხლე ემსხვერპლა, COVID-19-ით სულ 1303 ადამიანია გარდაცვლილი. იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. ასეთი ქვეყანაში უკვე 1003 ადამიანია, რომელთაგან 376 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი უკვე 20 000-ზე მეტია. ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ დედაქალაქშია, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19-ზე დადებითი პასუხი 1 595-მა პაციენტმა მიიღო. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად ისევ აჭარა, 623 ახალი ინფიცირებულით და იმერეთი, 392 ახალი კორონაპაციენტით რჩება.
იზრდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია 3 574-მა პაციენტმა დაამარცხა. სულ კორონავირუსისგან 117 560 პირია განკურნებული. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 1 978 ადამიანია მოთავსებული.