ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებიან | 30.11.2020

უკვე რამდენიმე საათია, საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ბრალდებულები სასამართლოს დისტანციურად ესწრებიან.  დღევანდელ  პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.  ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთი ღონსიძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვს. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებიან. ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით,  წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.