მუშაობის გაგრძელების მოთხოვნით გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს | 30.11.2020

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებს დღეს დილიდან აპროტესტებენ გარემოვაჭრეები. მუშაობის უფლების აღდგენის თხოვნით, აქცია თბილისში  ამჯერად მეყვავილეებმა გამართეს. ამბობენ, რომ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან და აკრძალვის მიუხედავად მუშაობას მაინც გააგრძელებენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ვაჭრობაა ამიტომ, ისინი ხელისუფლებას  საქმიანობის  გაგრძელების უფლებას ან სხვა ალტერნატიული გზის გამონახვას  სთხოვენ.

მუშაობის გაგრძელების მოთხოვნის უფლებით გარემოვაჭრეებმა  საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავშიც. აქციაზე შეკრებილებმა მესხიშვილის ქუჩაზე გზა გადაკეტეს და სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდეს. “ინფო რუსთავისთვის” მიცემულ ინტერვიუებში ისინი ამბობენ, რომ აკრძალვების გამო ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან, ამიტომ ქალაქის მერს გამონაკლისის დაშვებას სთხოვენ. თავად რუსთავის მერი კი განმარტავს, რომ მოვაჭრეებს ალტერნეტიული სივრცე აქვთ სადაც საქმიანობს გაგრძელება შეუძლიათ.