კორონაპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ადამიანი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმა გაცილებით დიდია იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში. ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარი, იურიდიული პირისთვის კი – 10 000 ლარია. განმეორებითი ჯარიმის შემთხვევაში, კარანტინის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.