ხვალიდან ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები წესდება. საქართველსო მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაც. ხვალიდან დაიკეტება ბაზრობები, რესტორნები, სამშენებლო მაღაზიები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, თუმცა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის და სპა სალონები. დაკეტილი ობიექტები დროებით 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გაიხსნებიან. თუმცა დაწესებული შეზღუდვები 3 იანვრიდან 1 თებერვლამდე ისევ ამოქმედდება.
პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით არსებობს ობიექტური გარემოებები იმის, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასი გაძვირდეს, რაც პურის ფასზეც აისახებოდა. ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში პურის ფასი არ გაიზრდება.