28 ნოემბრიდან ქვეყანაში სრული ლოქდაუნი არა, თუმცა ახალი მკაცრი შეზღუდვები წესდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტიელბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 საათით გადმოიწევს და 22:00 საათის ნაცვლად 21:21 საათიდან დაიწყება. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებშ იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაც. შაბათიდან დაიკეტება ყველა დაწესებულება, მათ შორის ბაზრობები, რესტორნები სამშენებლო მაღაზიები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, თუმცა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის და სპა სალონები. დაკეტილი ობიექტები დროებით 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გაიხსნებიან. თუმცა დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე ისევ ამოქმედდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით 28 ნოემბრიდან 3 იანვრამდე მაქსიმალურად დისტანციური მუშაოების რეჟიმზე გადავლენ საჯარო სამსახურები. რაც შეეხება კერძო დაწესებულებებს, მთავრობა რეკომენდაციას გასცემს, რომ ისინიც მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. 3-დან 15 იანვრის პერიოდში კი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები ცხადდება. არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, ბანკების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გარდა.
შეზღუდვების გარდა მთავრობა დახმარების პაკეტსაც აწესებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებს სესხის გადავადებაშიც დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ამოქმედდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. ისინი 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს აიღებენ. დახმარება შეეხება სარესტორნო ბიზნესსაც. მათ სახელმწიფო საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს. ტურიზმის სექტორი კი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.
ბიზნესის და მოსახლეობის მიზნობრივი დახმარების პაკეტი სახელწმიფო ბიუჯეტს მილიარდ 100 მილიონი ლარი დაუჯდება. პრმიერი იმედოვნებს, რომ მთავრობის 2 თვიანი გეგმა შედეგს გამოიღებს და ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი დასტაბილურდება.