ცოცხალი ჯაჭვი და პროტესტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოსთან გამართეს | 20.11.2020

თბილისში საპროტესტო აქციები გაუქმდა, თუმცა ცოცხალი ჯაჭვი და პროტესტი დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართეს. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.