შსს-ს გაფრთხილება – „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს | 20.11.2020

საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და  შესაბამისი რეაგირება მოხდება. ამ განცხადებას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს. კახა საბანაძის ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები  საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს  სცდება.  შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს.